მხოლოდ გასული კვირაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ სპეციალურ საგამძიებო სამსახურს გამოსაძიებელი საქმეები თავზესაყრელად მოეგროვებინა. პოლიციის გულგრილობა, როცა მოძალადე ჯგფუფებმა ოპოზიციის შეხვედრის დარბევა სცადეს, თავდასხმა ჟურნალისტებზე და მათი მისამართით მუქარა, მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა მოქალაქეების ერთი ჯგუფისთვის, და შემდეგ უკვე სხვისი ქონების ხელყოფა და ძარცვა, რომელსაც პოლიცია ასევე გულგრილად ადევნებდა თვალს და არც პროპორციული ძალა გამოიყენა უკანონობის აღსაკვეთად და ხმოვანი შეტყობინებაც კი არ ჩართო, რომ აგრესიული ბრბოსთვის სიმშვიდისკენ მოეწოდებინა.
როცა პოლიცია პირიქით, მოქმედებს და საკუთარ უფლებასმოსილებას აჭარბებს კიდეც, კოკა კაციტაძის უწყება ისევ არაფერში ერევა და დღემდე ვერ გაუგია, როგორ დაკარგა თვალი 7-8 მარტის მოვლენების დროს ერთმა მოქალაქემ და გაანალიზებული ასობით კამერის მიუხედავად, ვერსად იპოვა ის ჩანაწერი, როცა პოლიცია უკანონოდ იტაცებს რუსთაველზე მშვიდობიანი მიზნებით გამოსულ მოქალაქეებს და შემდეგ მათ გამოგონილი ბრალდებებით ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას აბრალებდა.
არადა ასეთი მოტაცება ტელეკამერებშიც კი მრავლად მოხვდა. ერთი სიტყვით - წელიწადის წინ შექმნილი უწყება წელიწადია მხოლოდ იმაზე ფიქრობს და იმისთვის ირჯება, რამადენი აიღოს ხელფასი, რამდენი დახარჯოს ახალ ოფისში და როგორ შეიძლება ხლეისუფლებას შესთავაზოს საკანონმდებლო უკანა გასასვლელი ცოტათი უხერხულ და რთული სიტუაციებიდან.