ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ბაიდენი შეხვედრებს მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან გამართავს.
შეხვედრაზე განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე მოახლოებულ NATO-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს, შეხვედრის შემდეგ კი, ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი ლიეტუვაში, NATO-ს სამიტზე გაემგზავრებიან.