რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 234 480 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 10 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, 9 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 440 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 7 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 234 480;
  • ​ტანკი - 4 085;
  • ჯავშანტექნიკა - 7 966;
  • საარტილერიო სისტემა - 4 371;
  • სარაკეტო სისტემა - 668;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 414;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 309;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 686;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 271;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 937;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 632.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი