ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს რუსებმა ორეხოვს დაარტყეს - დაღუპულია 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავჯდომარე იური მალაშკო აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქ ორეხოვოში საჰაერო იერიში მიიტანეს იმ დროს, როცა საცხოვრებელ ზონაში ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა. 

მისი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი. 

"რაშისტებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს ფრონტის ხაზზე ორეხოვოში - საცხოვრებელ ზონაში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს მათ დაარტყეს მართვადი საჰაერო ბომბით. 

ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი: 43, 45, 47 წლის ქალი და 47 წლის მამაკაცი", - დაწერა მალაშკომ.

კიდევ 11 მცხოვრები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი