ჩინეთის-სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინციაში, საბავშვო ბაღში თავდამსხმელმა დანით 6 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი მოკლა. თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ მომხდარზე 25 წლის კაცი დააკავა.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 10 ივლისს 7:00 საათზე მოხდა. მომხდარის მოტივი უცნობია.