
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათისთვის, მიკოლაევი დაბომბეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამის შესახებ ინფორმაცია მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა, გაავრცელა.
კიმის თქმით, ქალაქი, სავარაუდოდ, ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში ბალისტიკური რაკეტების საფრთხე იყო, თუმცა, მოგვიანებით, საჰაერო განგაში გაუქმდა.