"რასაკვირველია, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხებზე არ ვმსჯელობთ. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ძალიან სამწუხარო ფაქტია, იგივე ვნახე და წავიკითხე მეც. და ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის რაც არის, ეს არის ერთგულების პრობლემა და ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ღალატის ფაქტები ფიქსირდება. აი, ეს არის ჩემი კომენტარი. მეტ დეტალებში მე არ შევალ... დაველოდოთ გამოძიებას."
- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ივანიშვილი-ბაჩიაშვილის საქმე როგორ შეიძლება აისახოს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.