ტყიბულში 34 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს შსს ისევ ეძებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც 34 წლის ზაურ სოფრომაძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ტყიბულის პოლიციაში მოწმის სახით 5 პირი ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა  საგამოძიებო ორგანოდან ყველა მათგანი გამოუშვეს.

მოკლულის ახლობლები დამნაშავის დაუყონებლივ დასჯას მოითხოვენ.

34 წლის ზაურ სოფრომაძე 8 აგვისტოს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ოჯახს არ აქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა მოეკლა. მათი ინფორმაციით, ზაურ სოფრომაძე ტყიბულში ნათლობაზე იყო წასული.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი