ევროპა უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრების მოლოდინშია - თუნდაც მხოლოდ დღეს გაკეთებული ოფიციალური განცხადებები ადასტურებს, რომ დასავლური სამყარო კრემლისთვის სისხლიანი აგრესიის პატიებას არ აპირებს და პუტინის მიერ დაწყებული ომი რუსეთის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
განცხადი უკრაინის NATO-ში მაპის გარეშე მიღებაზე, თურქეთისთვის ევროკავშირში გახსნილი გაზა, ფინეთის და შვედეთის წევრობა სამხედრო ალიანსში - ეს უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები მოკსოვში დაუფარავ პანიკას იწვევს. კრემლს კვლავ მხოლოდ მუქარის გზა რჩება, მაგრამ ეს განცხადებები დასავლეთში სერიოზულად აღარ აღიქმება.