"გორის მერიას ბაღის გასარემონტებლად 3 წელი, 4 ტენდერი და 164 ათასზე მეტი ლარი დასჭირდა, თუმცა შენობა ისევ რემონტდება" | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, გორის მერიას ბაღის გასარემონტებლად 3 წელი, 4 ტენდერი და 164 ათასზე მეტი ლარი დასჭირდა, თუმცა შენობა ისევ რემონტდება. ორგანიზაციის ცნობით, მეოთხე ტენდერი, რეაბილიტაციის მიზნით, 2023 წელს გამოაცხადა და ამ დრომდე მიმდინარეობს.

"გორის მერიამ კარალეთის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო.

 2020-2022 წლებში მერიამ 3 სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ბაღის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა.

 მეოთხე ტენდერი, რეაბილიტაციის მიზნით, 2023 წელს გამოაცხადა და ჯერაც მიმდინარეობს.

უცნობია, როდის დასრულდება ბაღის რეაბილიტაცია, უკვე რეაბილიტირებულ ნაწილზე კი აუდიტი წერს, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული" - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი