უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 11 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, 10 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 540 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 4 ტანკი, 14 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 235 020;
- ტანკი - 4 089;
- ჯავშანტექნიკა - 7 983;
- საარტილერიო სისტემა - 4 385;
- სარაკეტო სისტემა - 672;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 414;
- თვითმფრინავები - 315;
- ვერტმფრენი - 310;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 693;
- საკრუიზო რაკეტები - 1 271;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 966;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 640.