საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს, გავიდეს თამაშიდან - ფრიდი NATO-ში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამჟამად საქართველო არ გამოიყურება NATO-ში გაწევრიანებით დაინტერესებული.

ამის შესახებ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში ფრიდიმ NATO-ს მომავალ სამიტსა და საქართველოზე ისაუბრა.

"რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე", - უთხრა "ამერიკის ხმას" დენ ფრიდმა.

ინტერვიუში ამ თემაზე ისაუბრა ბობ ჰამილტონმაც.  საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი, ევრაზიის კვლევების დირექტორი ამბობს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და უკრაინაზე ერთად საუბრობდნენ, თუმცა ქვეყნებს შორის ეს კავშირი გაწყდა.

ჰამილტონი ფიქრობს, რომ 11-12 ივლისს NATO-ს სამიტზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უკრაინის საკითხს, თუმცა სამიტზე საქართველო იგნორირებული იქნება. 

"2008 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად, საქართველო და უკრაინა იყო ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა. ეს ტანდემი, ეს კავშირი გაწყდა. ახლა ნატო უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. დიახ, ალიანსში განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, რამდენად პირდაპირი უნდა იყოს კიევის გზა, მაგრამ მე არ მესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე გადაწყვეტილებები იყოს განხილული ამ სამიტისას საქართველოს ნატოს წევრობასთან მეტად დასაახლოებლად. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება", - თქვა ჰამილტონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი