
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
"გასულ დღეს მტერმა 52 თავდასხმა განახორციელა 297 ჭურვი ისროლეს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან", - დაწერა პროკუდინმა.