ხელისუფალი, რომელმაც ქვეყანას ოკუპაცია ვერ აარიდა, არ იმსახურებს პოლიტიკაში დაბრუნებას - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენის დროს საუბარი აგვისტოს ომით დაიწყო და ისევ გაიმეორა, რომ ოკუპაცია ქვეყანას მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "მჩაგვრელმა ხელისუფლებამ" ვერ აარიდა.

ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი, უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენ ღირსეულ ხალხს... ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევენბში 2012 წლის მსგავსად, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი