კრასნოდარში მოკლეს ყოფილი მეზღვაური, ამჟამად სამობილიზაციო სამუშაოების საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილე სტანისლავ რჟიცკი, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავის კაპიტანი იყო, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაბომბეს. შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, 42 წლის რჟიცკი 10 ივლისს, დილით მოკლეს. უცნობმა პირმა მას ოთხჯერ ესროლა, რჟიცკი ადგილზე დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.