ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით - წერს პარლამენტის წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოქრიაშვილი იქვე აღნიშნავს, რომ ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს:

"უკვე წელიწადზე მეტია, „რუსული ოცნება“ ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით -  მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე ნატო-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება. 
კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს - ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას.  
ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ  სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით! ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა - ნატო-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს! 
გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია - არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა „ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი „რუსული ოცნება!" წერს ოქრიაშვილი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი