შვედეთის NATO-ში ​გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, საპასუხო ზომებს მივიღებთ - პესკოვი

გამოქვეყნდა:

​კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და საპასუხო ზომებს მიიღებენ. მისი შეფასებით, ამას რუსეთისთვის "ცალსახად ნეგატიური შედეგი" მოჰყვება. 

"რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, როგორც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა," - თქვა პესკოვმა. 

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა. თუმცა, გუშინ, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი