"რეორგანიზაცია ხორციელდება არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად" - ანგარიში წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკაზე

გამოქვეყნდა:

კულტურის სფეროში განხორცილებულმა ცვლილებებმა და რეორგანიზაციამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურაა - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საიამ და ღია საზოგადოების ფონდმა მოამზადა და სადაც წულუკიანის რეპრესიულ გადაწყვეტილებებზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, მინისტრი იყენებს მანიპულაციურ ბერკეტებს გათავისუფლებული თუ ჩამოქვეითებული თანამშრომლების დასაშინებლად, რათა მათ სასამართლო დავებისგან თავი შეიკავონ. კერძოდ, ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ დასაქმებულების ნაწილი ჯერ სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს (დააქვეითეს), ხოლო, როდესაც მათ ეს ცვლილება გაასაჩივრეს, ახალი პოზიციიდანაც გაათავისუფლეს - უმეტესად, რეორგანიზაციის საფუძვლით.

ამ დროისთვის საიას წარმოებაშია 12 პირის 11 საქმე, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ განხილვის საწყის ეტაპზეა. დასრულებულია მხოლოდ ერთი მათგანი, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას ეხებოდა და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტმა განიხილა. სასამართლოში არსებული დავებიდან ჯერჯერობით შრომითი კატეგორიის მხოლოდ ერთი დავაა განხილული სააპელაციო სასამართლოს ჩათვლით, ხოლო ორის განხილვა დასრულდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ანგარიშში წარმოდგენილ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ამ დრომდე არცერთი არ არის შესული კანონიერ ძალაში და მოსალოდნელია დავების გაგრძელება ზემდგომ ინსტანციებში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით დადგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი; პირველ ინსტანციაში დასრულებული საქმეებიდან ორი მათგანი წარმატებულია (ნაწილობრივ წარმატებული), ხოლო ერთი - წარუმატებელი; დანარჩენი საქმეების განხილვა ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მიმდინარეობს.

საიას წარმოებაში არსებულ საქმეებში რამდენიმე სახის ტენდენციური  ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, რომლებიც დეტალურად არის განხილული ანგარიშში. ერთ-ერთი ტენდენცია ასეთია, რომ თითოეულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საიას წარმოებაში არსებული საქმეების მაგალითზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ თითოეულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად. 

ანგარიში სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი