
ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. მათი ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, Savasleyka-ს აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.
ცნობისთვის, MiG-31K არის MiG-31 თვითმფრინავის მოდიფიკაცია, რომელსაც Kinzhal-ის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს.