"გირჩი ტივის" ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე, შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
ინფორმაციას "გირჩი ტივი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც "გირჩი ტივი" წერს, დარჩიაშვილის ძმა თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას ასახელებს.