ევერესტთან ახლოს ვერტმფრენი ჩამოვარდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ნეპალში, ევერესტთან ახლოს, ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცნობილია, რომ Manang Air-ის ვერტმფრენში 5 მექსიკელი მგზავრი და ნეპალელი პილოტი იმყოფებოდნენ. ისინი მწვერვალების და მათ შორის უმაღლესი მწვერვალის, ევერესტის სანახავად მიფრინავდნენ.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:05 საათზე მოხდა, როცა ვერტმფრენი დედაქალაქ კატმანდუსკენ მიემართებოდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ვერტმფრენმა კონტაქტი დაკარგა და როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, იგი სოლუხუმბუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხუპიკეში ჩამოვარდა. პოლიციის ცნობით, ყველა ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდა, ადგილზევე გარდაიცვალა.

''ექვსივე ცხედარი ნაპოვნია. ჩვენ ახლა ვიწყებთ მათ კატმანდუში გადაყვანის პროცესს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება'', - განაცხადა პოლიციამ CNN-თან ინტერვიუში. 

ჯერჯერობით, კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა შეგახსენებთ, ამ ადგილას მაღალმთიანი კლიმატიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მსგავსი შემთხვევბი არც ისე იშვიათად ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი