წყალდიდობა თურქეთში | დატბორილია ნათესები და საცხოვრებელი სახლები

გამოქვეყნდა:

ძლიერი წყალდიდობის შედეგად, თურქეთში რამდენიმე დასახლება დაიტბორა. ინფრომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კოზლუქი, ბეზირგანი, მელენი, დაფერიე და აიდოღანის დასახლებები მძიმე სტიქიას ებრძვიან. წყალდიდობის შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. სტიქიის ზონაში სატრანსპორტო გზების დატბორვამ გადაადგილების პრობლემაც შექმნა. ჩამოთვლილი დასახლებები სტამბოლის პროვინციას წარმოადგენს და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივ თვითმმართველობას მიყენებულ ზიანზე ჯერ სრული ინფორმაცია არ გაააჩნია და მიყენებულ ზარალ ითვლიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი