"გერმანია, აშშ-ის შემდეგ, უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია", - ამის შესახებ NATO-ს ვილნიუსის სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მან უკრაინისთვის დღეს გადაცემულ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზეც ისაუბრა.
''გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, საკითხს, თუ როგორ განვითარდება ეს მომავალში და ამიტომ, მნიშვნელოვანია ზუსტად აღვწეროთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ამ საკითხთან დაკავშირებით'' - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს - საჰაერო თავდაცვის სისტემებებს, ჭურვებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ტყვიებსა და ვაზნებს, მათ შორის 2 patriot-ის სისტემას, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, 25 Leopard-ის ტანკსა და Luna-ს სადაზვერვო დრონის სისტემას.