NATO-ს სამიტი ვილნიუსში | როგორ ჩაიარა ისტორიული შეხვედრის პირველმა დღემ - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ყურადღების ცენტრში დღეს ვილნიუსია. ჩრილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი დაწყებამდე მოინათლა ისტორიულ მოვლენად და მთელი მსოფლიო ახლა სწორედ უმსხვილესი სამხედრო თავდაცვითი ალიანსის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სამიტის გარღვევად უკრაინასთან პოზიციების დაახლოება უნდა იქცეს.

ახლა მთავარია იმის გარკვევა, რა საბოლოო სახეს მიიღებს ერთი დღის წინანდელი განცხადება უკრაინის ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანების შესახებ. უკრაინა ამ პროცესის მაქსიმალურ პედალირებას ცდილობს - ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელიც სამიტზე ხვალ უნდა ჩასულიყო, ლიეტუვის დედაქალქში მოულოდნელად რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა კიდევ ერთი გზავნილით - ის ურჩევს დასავლეთს, დათქვას კონკრეტული ვადა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთვის და ამით არ მიეცეს ვლადიმერ პუტინს პოლიტიკური ვაჭრობის დაწყების შესაძლებლობა.

კიდევ ერთ, თუმცა მეორეხარისხოვან დრამად იქცა ვილნიუსში საქართველოს საკითხი. მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მხოლოდ საგარეო მინისტრი წარმოადგენს, და თანაც აშკარაა, რომ ილია დარჩიაშვილს დავალებული აქვს არ იაქტიუროს და მედიასთან ნაკლებად იკონტაქტოს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი