"ქართული ოცნების" წევრი, ენზელ მოკიანი შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს. ადვოკატის მტკიცებით, მოქმედ დეპუტატს უცნობი პირები მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ადვოკატის თქმით, მკოიანს სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.
თავად მკოიანს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ადვოკატის თქმით, მათთვის უცნობია, ვინ გზავნის აღნიშნულ შეტყობინებებს, ის ასახელებს "ვასილის და ვანიას", რომლებიც რუსულად საუბრობენ. ადოკატის თქმით, პირველი მსგავსი შეტყობინება Messenger-ზე მკოიანს 2020 წლის 20 ივნისს გაუგზავნეს, შემდეგი მუქარის ზარი კი 24 ივლისს WhatsApp-ზე იყო.
დაურეკეს მისსავე მობილურზე, მესენჯერის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით. მას პირადად განუცხადა, რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდნენ, - თქვა უფლებადამცველმა.
ადვოკატის თქმით, მეორე ზარის დროს მკოიანს ანგარიშის ნომრები და ქვეყნების ჩამონათვალი გაუგზავნეს, სადაც აღნიშნული თანხა უნდა გადაერიცხა.
30 ივლისს მკოიანმა და მისმა ადვოკატმა პროკურატურას მიმართეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საქმის გამოძიება რეგიონულმა პოლიციამ დაიწყო და დეპუტატი 2 დღის წინ დაკითხა. მკოიანი ითხოვს, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, სხვა საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ, რათა მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკოიანი აპირებს, რომ სახელმწიფოსგან დაცვის დანიშვნა მოითხოვოს.