"რაც იყო მოლოდინი, იმას შეესაბამება NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"რაც იყო მოლოდინი, იმას შეესაბამება NATO-ს  ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა, NATO-ს სამიტის კომუნიკეს ტექსტით, რეალურად, ძალაში დარჩა სტატუს კვო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით. 

"რეალურად არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში მოსალოდნელი არ იყო, საბოლოო ჯამში ისე ჩამოყალიბდა ტექსტი, როგორც ჩამოყალიბდა. რაც იყო მოლოდინი იმას შეესაბამება ეს ტექსტი, რომელიც არის მოცემული. სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. დღეს ვერავინ იტყვის ვერც უკრაინასა და ვერც საქართველოზე, როდის გახდება ერთი ან მეორე ქვეყანა ნატო-ს წევრი. მეტნაკლები სიზუსტითაც კი, შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა, ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და კიდევ ერთხელ, ღიად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში.

ეს არის ერთგვარი პრაგმატული დამოკიდებულება, ჩვენ გვეკრძალება პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ამის უფლება არ აქვს, მაგრამ ნატო-ს აქვს. ასევე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვეძებდეთ კონფრონტაციას რუსეთთან. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვეძებოთ კონფრონტაცია“, მაგრამ ნატო-ს აქვს უფლება, რომ არ ეძებოს კონფრონტაცია რუსეთთან და ეს პირდაპირ ჩაწერა ამ ტექსტში.

ჩვენ ასევე გვეკითხებიან, რომ გეშინია ომის? გეგონება, ომის რომ გეშინია, ეს ცუდი რამეა. გეშინია, რადგან მოსახლეობა არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს უკრაინის მოსახლეობა. ცდილობენ, ამის კნინობითი ფორმით წარმოჩენას. ეს შიში არის ნორმალური. ეს შიში გამოხატულია ნატო-ს კომუნიკეში. ნატო-ს ეშინია და საქართველოს რომ ეშინოდეს ეს ბუნებრივია" - თქვა კობახიძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი