
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 15 დრონი გაუშვა, საიდანაც 11 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, კურსკიდან შეუტია ირანული წარმოების "შაჰიდების" გამოყენებით. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ასევე, ჩამოაგდეს ყველა რუსული თავდასხმის დრონი, რომლებიც 12 ივლისის ღამეს კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში მოხვდნენ.