ვაპირებ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძოლო - ზელენსკი ნატოს სამიტზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ბოლომდე იბრძოლებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის.

როგორც ზელენსკიმ ვილნიუსის დღევანდელ სამიტთან დაკავშირებით თქვა, დღევანდელ დღის წესრიგში 3 პრიორიტეტი აქვთ.

"დღის წესრიგში ჩვენ დღეს გვაქვს 3 პრიორიტეტი, პირველი ეს არის იარაღის ახალი პაკეტი, რათა ჩვენს ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე დავეხმაროთ, მეორე ეს არის ჩვენი მიწვევა ნატოში და როგორც გვითხრეს ეს მიწვევა იქნება, როგორც კი უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, მესამე კი არის უსაფრთხოების გარანტიები, რომლისთვისაც ვაპირებ რომ ვიბრძოლო", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. სამიტი გუშინ, 11 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. სხდომას NATO-ს ალიანსის წევრი ქვეყნები და მისი მოკავშირეები ესწრებიან.

ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი დღეს მიმართავს. ვილნიუსში ზელენსკი გუშინ, 11 ივლისს ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი