კინოცენტრში რეორგანიზაცია ოფიციალურად დასრულდა. ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო გაფრთხილება, უკვე ოფიციალურად მიუვიდათ სამსახურიდან გათავისუფლებს ბრძანებები.
ხელოვანები ცენზურის მცდელობებსა და წულუკიანის რეპრესიებზე საუბრობენ და კულტურის სამინისტროსთან დღეს, 19:00 საათზე, მორიგ აქციას აანონსებენ.
თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები ორ ძირითად მოთხოვნას აყენებდნენ:
შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი;