
უკრაინამ და შვედეთმა ოთხშაბათს, ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
კიდევ ერთი კარგი სიახლე ვილნიუსიდან!
უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის შესყიდვებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB და სხვა.
მადლობა ჩემს მეგობარს და კოლეგას,გაერთიანებული საერთო ფერებით, გაერთიანებული საერთო ღირებულებებით!" წერს ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.
ცნობისთვის, უახლოეს მომავალში შვედეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი.