ახალი სამხედრო დახმარებები უკრაინისთვის - ზელენსკი ვილნიუსში ლიდერებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინა ნორვეგიისგან 1,000 ერთეულ მცირე ზომის უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს, რომელსაც სადაზვერვო მისიებისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ განცხადება ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა გააკეთა.

"უკრაინა ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ ტიპის სადაზვერვო დრონების პერფორმანსით... ამიტომ, ახლა ჩვენ 1,000 ერთეულ ასეთ აპარატს გადავცემთ უკრაინას", - თქვა გრამმა. 

უკრაინის მხარდამჭერ დამატებითი პაკეტებზე ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტზე, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს ცალ-ცალკე, პირისპირ შეხვდა.

როგორც ზელენსკიმ დაწერა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას, მხარეებმა შეთანხმებას მიღწიეს რომ გერმანია უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემების დამატებით რაოდენობას გადასცემს. პრეზიდენტი არ აკონკრეტებს თუ რა რაოდენობის საბრძოლო იარაღს გამოყოფს გერმანია მათთვის. 

შოლცთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და უკრაინის ჯარისთვის ჯავშანმანქანების მიწოდებისთვის.

"მე მადლიერი ვარ ჯასტინისა და კანადის ჩვენი ჯარისკაცების ჯავშანმანქანებით გაძლიერებისთვის", - წერს ზელენსკი. 

NATO-ს სამიტის მეორე დღის დაწყებამდე ზელენსკიმ კიდევ ერთი შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, რიში სუნაკთანაც გამართა. მან მადლობა გადაუხადა სუნაკს უკრაინისთვის შორს მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი