გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო ზონა გაუქმდა

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო ზონა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გაავრცელა.

დღეიდან, წითელი ზონის სტატუსის მოხსნის შედეგად, ადგილობრივი მცხოვრებლები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან - მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები, სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე გაუქმდა, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ ერთის კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი