"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან. პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში. სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც იყო საქართველოში მედიის მიმართ ტერორის და დარბევების უკან, ამის მთავარი შემფუთავი და ამის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი. ჩვენი წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვა არის."
- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე და ამით ნიკა გვარამიას მიერ ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრებს ეხმაურება.