მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში კოვიდ 19-ის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში კოვიდ 19-ის ორი შემთხვევა გამოვლინდა. კლუბი ლისაბონში "ლაიფციგის" წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრისთვის ემზადებოდა, როდესაც გუნდის ორი წევრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა. 

გუნდი ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს, მოთამაშეები არიან ინფიცირებულები თუ კლუბის თანამშრომლები. გუნდის განცხადებით, ინფიცირებულები უკვეთვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში დღეის, 10 აგვისტოს მონაცემებით კოვიდ 19-ით ინფიცირების სულ 361 442 შემთხვევაა დადგენილია, აქედან გარდაცვლილია 28 503 ადამიანი. მთელ მსოფლიოში კი ინფიცირებულების რიცხვმა 20 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი