იაპონია უკრაინას დრონების დეტექტორებს გადასცემს - ფუმიო კიშიდა

გამოქვეყნდა:

იაპონია უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების დეტექტორებს გადასცემს, - ამის შესახებ განცხადება იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდან ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტის დროს გააკეთა. 

როგორც კიშიდამ განაცხადა, იაპონია უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის იმ $30 მილიონ დოლარს გამოიყენებს, რომელიც ქვეყანამ უკრაინის ფონდისთვის გამოყო.

"პარტნიორები, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ინტერესებს, კიდევ უნდა გააძლიერონ საკუთარი კავშირები", - ამბობს კიშიდა. 

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, სადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასა და მხარდაჭერის გაზრდაზე მსჯელობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი