
როცა ქვეყნის პრემიერმინისტრს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო გასულია ევროატლანტიკური სივრციდან - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ NATO-მ ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე.
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა განცხადება სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
"დიპლომატიურად როცა გამოთქვამდნენ თავის მოსაზრებებს მაშინ ვერ გაიგეს, მაგრამ სრულიად გასაგებია სინამდვილეში რაც ხდება. როცა ქვეყნის პრემიერმინისტრს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ეს ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს, რომ საქართველო გასულია იმ სივრციდან, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია. გასულია როგორც მისი ოფიციოზი და გაყვანილი ჰყავს მას ქვეყანა თან" ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ: