Microsoft: ჩინურმა ჰაკერულმა ჯგუფებმა 25 ორგანიზაციის, მათ შორის სამთავრობო უწყებების ელ.ფოსტის ანგარიშებში შეაღწიეს

გამოქვეყნდა:

ჩინურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 25 ორგანიზაციის ელ. ფოსტის ანგარიშებში, მათ შორის სამთავრობო უწყებებში ფარულად შეაღწიეს. ინფორმაციას Deutsche Welle , Microsoft-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Microsoft-მა არ დაასახელა დაზარალებული ორგანიზაციები და მთავრობები, მაგრამ აღნიშნა, რომ ჰაკერების ჯგუფის სამიზნე ხშირადაა დასავლეთ ევროპა. 

''Microsoft ყველა მიზანმიმართულ ორგანიზაციას, უშუალოდ მათი მოიჯარე ადმინსტრატორების მეშვეობით დაუკავშირდა  და მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რათა დაეხმაროს მათ გამოძიებაში და რეაგირებაში.'' - ნათქვამია Microsoft -ის განცხადებაში. 

ჰაკერების ჯგუფმა, Strom-0558-მა ციფრული აუთენთიფიკაციის ჟეტონები, OUTLOOK სერვისზე გაშვებულ ელ.ფოსტის ანგარიშებზე წვდომისთვის გააყალბა. პირველად ჰაკერული შეტევა მაისში დაიწყო, თუმცა, დანაშაული რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვლინდა. 

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-მა ჰაკერული თავდასხმა საკმაოდ სწრაფად აღმოაჩინა და მოახერხა შემდგომი დარღვევების თავიდან აცილება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი