თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება. ამის შესახებ მან NATO-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ თურქეთის საკანონმდებლო ორგანო ზაფხულამდე ისვენებს, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შემოდგომაზე განახლდება.
"ვფიქრობ, ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი პრიორიტეტს მიანიჭებს", - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვალში შვედეთმა და ფინეთმა NATO-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანეს. ფინეთი NATO-ს წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, თუმცა ამ დრომდე თურქეთი ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას ბლოკავდა.