მედია: მოლდოვამ დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმებისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო

გამოქვეყნდა:

მოლდოვის მთავრობა დსთ-ს ფარგლებში ხელმოწერილი სამი დოკუმენტის გაუქმებას აპირებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ პირველი შეთანხმება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ეხება, მეორე - დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას. აღსანიშნავია, რომ ყველა ჩამოთვლილი შეთანხმება 1990-იან წლებშია გაფორმებული. 

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, დებულებები ისეთ კონტექსტს შეიცავენ, რაც მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან დააშორებს. 

შეგახსენებთ, მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრია. თუმცა მოსახლეობის 60%  NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი