ზაპოროჟიეში რუსეთის დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 8 ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 15 ზრდასრული და 7 არასრულწლოვანი იმყოფება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი პაციენტები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა რუსებმა 12 ივლისს განახორციელეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი