ეჭვგარეშეა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება - ოსტინი

გამოქვეყნდა:

ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეჭვგარეშეა რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა შეუერთდება NATO-ს. 

როგორც ოსტინმა CNN-თან ინტერვიუსას განაცხადა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა უკრაინის აღჭურვილობა და სტანდარტები NATO-ს მიუახლოვდეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამას, როცა ისინი მტერს ებრძვიან, კიდევ მეტი იქნება გასაკეთებელი რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული შესაძლებლობები ჰქონდეთ", - ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვილნიუსში NATO-ს სამიტი დასრულდა. სამიტს ესწრებოდნენ ალიანსის წევრი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები, მათ შორის უკრაინა, რომელსაც პირადად პრეზიდენტი ზელენსკი წარმოადგენდა. სამიტის მთავარი საკითხი სწორედ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზა, მათთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და უფრო მეტი იარაღის მიწოდება იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი