რუსეთმა ყარაბაღის რეგიონი 2025 წელს უნდა დატოვოს - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, 2025 წლისთვის რუსმა "სამშვიდობოებმა" ყარაბაღის რეგიონი უნდა დატოვონ. 

ერდოღანის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც რუსული, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები აწერენ ხელს, მხოლოდ 5 წლის განმავლობაში მოქმედებს. 

"2025 წელს რუსეთმა უნდა დატოვოს ეს რეგიონი. ეს შეთანხმებაში არის აღნიშნული და მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი მას დაემორჩილება", - თქვა ერდოღანმა. 

მისივე თქმით, რეგიონში არსებულ სიტუაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც აკვირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი