
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „რუსული სამყაროს იდეოლოგის“ წინააღმდეგ საქმე აღძრა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უკრაინა მას უკრაინის განადგურებისა და უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ მოწოდებებში ადანაშაულებს.
სახელი და გვარი არ კონკრეტდება, თუმცა მედიის ინფორმაციით, საუბარია ალექსანდრე დუგინზე, რადგან საქმის მასალებში დევს ე.წ. გაბლარული ფოტო და ციტატა მისი პოსტიდან, რომელიც VKontakte-ზე გამოაქვეყნა.
კერძოდ, საუბარია 2022 წლის 11 მაისის პოსტზე, სადაც ის რუსების, ბელარუსებისა და უკრაინელების „ახალი სახელმწიფოს შექმნისა და მართლმადიდებლური სამეფოს შექმნის" ინიციატივით გამოდიოდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საჯაროდ მოითხოვდა და ავრცელებდა მასალებს უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შეცვლაზე უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით, აღვივებდა ეთნიკურ სიძულვილს, ასევე ავრცელებდა მასალებს საჯარო მოწოდებებით უკრაინელი ხალხის გენოციდის მოწოდებით“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის ანგარიშში.