ზუსტად 100 დღე ზედიზედ, ყოველ საღამოს ვუსმენ პუტინის 2023 წლის 21 თებერვლით დათარიღებულ გამოსვლას - ნათქვამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც პუტინის პატიმარი წერს, ციხის ადმინისტრაცია ამ ქმედებას "საგანმანათლებლო საქმიანობით" ხსნის:
სასამართლოში ვეკითხები: რის საფუძველზე რთავთ პუტინს და არა რადიოს? უკანონოა.
- სასწავლო სამუშაოს ინსტრუქცია გვაქვს.
- ანუ პუტინის სიტყვები განათლებაა?
- არა.
-მერე რის საფუძველზე რთავთ?
- ინსტრუქციები სასწავლო სამუშაოსთვის.
- ანუ, ბოლოს და ბოლოს, პუტინი განათლებაა?" ნათქვამია ნავალნის შეტყობინებაში.