"ასპირანტებს შორის უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ უკრაინა, თუმცა ზელენსკისაც როგორ შეხვდნენ, დავინახეთ" | კობახიძე NATO-ს სამიტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელიც უმაღლესი დონით იყო წარმოდგენილი NATO-ს ვილნიუსის სამიტზე, იყო უკრაინა. 

როგორც მან თქვა, ასპირანტი ქვეყნებიდან მხოლოდ ზელენსკი ჩავიდა ლიეტუვის დედაქალაქში, "თუმცა ზელენსკისაც როგორ შეხვდნენ, ეს საზოგადოებამ დაინახა". მისივე თქმით, ამის გამო, კითხვა, რატომ არ იყო ღარიბაშვილი NATO-ს სამიტზე მიწვეული, აქტუალური არ არის.

"არ არის ეს აქტუალური შეკითხვა, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. იქ იყო მაგალითად, ასევე ბოსნია წარმოდგენილი არა-პრემიერის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ არის ასპირანტი ქვეყანა, ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა რომელიც წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე, ეს იყო უკრაინა, იყო ზელენსკი ჩასული, თუმცა ზელენსკისაც როგორ შეხვდნენ, ეს საზოგადოებამ დაინახა", - თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ წარმოადგენდა. მის მაგივრად ვილნიუსში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით გერმანულმა გამოცემა FAZ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი NATO-მ იმიტომ არ მიიწვია, რომ ის არ იყო სასურველი სტუმარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი