ჩვენი დახმარების მიმართულებაა, რომ სასამართლოში არ იყოს ზეწოლა და სწორედ ამას ემსახურებოდა სავიზო სანქციები მოსამართლეების მიმართ - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი დახმარება, რაც ძირითადად არის ტექნიკური ხასიათის, ემსახურება მართლმსაჯულების განმტკიცებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ევროკავშირის და ნატოს წევრობისთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს რეგიონებში სტუმრობისას მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ბევრ მოსამართლეს და ძალიან ბევრი პროფესიონალი მოსამართლეა თავის საქმისადმი ერთგული, რომელსაც სურს თვისი საქმიანობის განხორციელება და გადაწყვეტილების გამოტანა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გარე ჩარევის თუ ზეწოლის გარეშე და ჩვენი დახმარების ერთ ერთი მიმართულებაც არის ზუსტად ის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემაში არ იყოს ზეწოლა თუ სხვადასხვა ტიპის ჩარევა და სწორედ ამას ემსახურებოდა ის ჩვენი სავიზო სანქციები, მოსამართლეების მიმართ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვნახოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისა და დემოკრატიული განვითარებისთვის"

თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, ფეისბუქ ლაივში, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი