ბიძინა ივანიშვილის ქონება ისტორიულ მაქსიმუმზეა, მას შემდეგ რაც ოლიგარქი ქვეყნის მართვის სადაავებს დაეუფლა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში რამდენიმე ათეული პოზიციით დაწინაურდა.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ოლიგარქის კიდევ უფრო გამდიდრების მთავარი წყარო საქართველოა, სადაც ყველაფერი სწორედ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის ინტერესებზეა მორგებული.