"ვარაუდი, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ყოველ დღე მცირდება" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვარაუდი, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ყოველ დღე მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, პუტინი ვაგნერის სამხედრო ამბოხის შემდგეგ კონტროლის აღდგენას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები გამოთქვამდნენ შეშფოთებას პუტინის რიტორიკის გამო იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ყოველდღიურად ამცირებდნენ მისი გამოყენების რისკებს. 

''არავითარი შანსი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.'' - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 

ამერიკელ მეცნიერებათა ფედერაციის თანახმად, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის მსოფლიოში უდიდესი არსენალი, 4477 განლაგებული და სარეზერვო ბირთვული ქობინით, მათ შორის დაახლოებით 1900 ტაქტიკური ბირთვული იარაღი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი