რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 236 590 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 14 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 550 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 5 რუსული ტანკი და 24 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 236 590;
  • ​ტანკი - 4 097;
  • ჯავშანტექნიკა - 8 008;
  • საარტილერიო სისტემა - 4 449;
  • სარაკეტო სისტემა - 680;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 423;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 310;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 783;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 273;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 019;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 662.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი