როცა მეტი არჩევანი არ გაქვს ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია, ჩანს როგორი საკადრო შიმშილია ნაცმოძრაობაში - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"სინამდვილეში ეს ადამიანები არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ამიტომ ვუწოდებთ მათ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული, ეს არის აგენტურა, ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მთავარი რაც მათ აერთიანებთ, აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობით. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი,თუ ნებისმიერი სხვა, ეს ერთია, რომ მათ ერთიანობას გამოხატავს, ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა, არავითარი განსხვავება არ არის მათ შორის, მეორე, ეს აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ, არც ერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, საუბარია როგორ ხალხზე, წარმოიდგინეთ, როცა მეტი არჩევანი არ გაქვს ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ასე შემდეგ, აქედან ჩანს როგორი საკადრო შიმშილია ნაცმოძრაობაში, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას".

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი